რეფლექსია - პირველი
დღე 27.06.2014
მთელი
წელი ველოდი ამ ტრენინგს და აი, ნანატრი ინტელის ტრენინგი ჩვენს სკოლასაც მოადგა :) ტრენერი - ბატონი გაიოზ მუშკუდიანი. პირველი დღე ერთგვარი მოთელვა იყო. ზოგადად ვისაუბრეთ
პროექტის შესახებ, დავალებაც მივიღეთ მომდევნო დღისთვის. როგორც მივხვდი, ინტელის პროექტი
განსხვავდება იმ პროექტებისაგან, რომლებზეც აქამდე გვიმუშავია ჩვენს მოსწავლეებთან.
ცოტა შემაშინა მასალის სიმრავლემ, ვფიქრობ, კომპასი მჭირდება, რომ ამ ზღვა მასალაში
უმისამართოდ არ დავიკარგო. იმედია, მომდევო დღეებში თანდათან გამოიკვეთება კურსი...
ზურგის ქარს ვუსურვებ ჩვენს ჯგუფს! :)
მეორე
დღე
28.06.2014
გავაკეთეთ
დავალების პრეზენტაციები, დისკუსიაც გავმართეთ. პროექტის შეფასების ფორმა გავაანალიზეთ,
21-ე
საუკუნის უნარ-ჩვევებს გავეცანით, შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები; google drive-ში
დოკუმენტების
ატვირთვა გავიხსენეთ და ახალი დავალებაც მივიღეთ - მოსწავლის როლი უნდა
მოვირგოთ და ბროშურის ან პუბლიკაციის შაბლონი უნდა დავამზადოთ ჯერჯერობით ვერ
ვახერხებ ჩვენი სამუშაო მთლიანობაში აღვიქვა და ეს, ცოტა არ იყოს, მაწუხებს. კიდევ
კარგი, იმედიანი განწყობა არ მტოვებს და კიდევ - სიახლეების გაცნობის სურვილი. შეუძლებელი
არაფერია!
მესამე
დღე
29.06.2014
დღეს
პრაქტიკულად წავიმუშავეთ, განვიხილეთ დავალებები, ვისაუბრეთ ეროვნული
სასწავლო გეგმით მისაღწევ სტანდარტზე, განახლებულ ბლუმის ტაქსონომიაზე;
დოკუმენტები გავუზიარეთ
ერთმანეთს და ცოტა გავერთეთ კიდეც :).
პროექტი თანდათან იკვეთება, ახალი იდეები გაჩნდა და ვცდილობ მოვარგო ინტელის პროექტის
ფორმატს. უცებ მინდა ყველაფერში გავერკვე, ასე უცებ კი არაფერი მოდის. მოთმინება, თეონაა!!! :)))
მაინც ვერ მოვითმინე და რუსას წავეწუწუნე, გონაშვილს.
რუსა გაჭირვების ტალკვესია, არ დაეზარა და მშვენიერი რჩევები მივიღე. მადლობა, რუსა
<3საშინაო დავალება: მოვამზადოთ პროექტის პრეზენტაცია! :))
მეოთხე დღე 4.07.2014
ჩემი
პროექტის მაგალითზე განვიხილეთ შესრულებული სამუშაო და გამახსენდა, რას განიცდის მოსწავლე,
როცა მის ნაშრომს აფასებენ. თუმცა სანერვიულო არაფერია, ჯერჯერობით კარგად მიმუშავია. განვიხილეთ შეფასების ნიმუშები. შეფასების ინსტრუმენტები მომეწონა,
საერთოდ, შეფასება ყველაზე დიდი პრობლემაა სკოლაში და თუ მოვახერხეთ ეს მასალები ჩვენს
მოსწავლეებს და მათ საჭიროებებს „მოვარგოთ“,
კარგ დახმარებას გაგვიწევს.
მეხუთე
დღე
5.07.2014
დღეს
საავტორო უფლებების დაცვაზე ვისაუბრეთ და თურმე რამდენი ვინმეს უფლებას ვარღვევდით
აქამდე!:))) შევეცდები გავითვალისწინო ამის მერე. ცოტა ზედმეტად კი მიმაჩნია ასე დაწვრილმანება,
მაგრამ მაინც... მოკლედ, თურმე, რა ინტერნეტრესურსსაც
გამოვიყენებთ, სიტყვასიტყვით, წერტილ-მძიმით უნდა აღვნუსხოთ და არ დავარღვიოთ სხვისი
უფლებები. ერთი კითხვა არ მასვენებს ოღონდ - „ჩვენს უფლებებს ვინ დაიცავს, ვინ?!“ ეჰ,
დარჩება ეს რიტორიკულ შეკითხვად, ვიცი მე...
მეექვსე
დღე 6.07.2014
დღეს წყვილებში ვიმუშავეთ და თითქმის მომთავრებულ პროექტებზე
უკუკავშირი მივაწოდეთ ერთმანეთს. საინტერესოც იყო და შედეგიანიც. იქვე დამებადა ახალი
იდეები ჩემს პროექტთან დაკავშირებით და რა მომასვენებს, სანამ ამას არ ავსახავ ჩემს
გეგმაში! :) მიხარია, რომ თანდათან დასრულებულ სახეს იღებს სამუშაო. ხალისმა იმატა ჯგუფში
- ტრენინგის დასრულების მერე ვსხედვართ სკოლაში, ვმუშაობთ, ვეხმარებით ერთმანეთს...
მოკლედ, თანამშრომლობა და კოლეგიალობა ასეთი
უნდა.
დღეს ბინდდებოდა, სახლში მივდიოდით და ქუჩაში ნაცნობმა
- თქვენ არდადეგები არ დაგეწყოთო? :)) ხალხს ჰგონია, ზაფხულში მართლა ვისვენებთ :)მეშვიდე დღე 7.07.2014
თითქმის დასრულებული პროექტები წარმოვადგინეთ ტრენინგზე და უკუკავშირი მივიღეთ ტრენერისგან ჩემი შემოქმედებითობა (პროექტის გეგმა თვითნებურად "გადავაკეთე", ცხრილი ჩავსვი) გაიკიცხა და მივიღე მკაცრი მითითება, სასწრაფოდ დამებრუნებინა პროექტის გეგმისათვისათვის შაბლონის სახე:((( არ მიყვარს შაბლონები და ცოტა გავბრაზდი, მაგრამ იყოს, ბატონო, შაბლონი, რაკი ასეა! ბლოგზე მასალების ატვირთვა გავიხსენეთ, ინტელის ბლოგი შევქმენით და ა. შ. ისევ მოსწავლის როლის მორგებამ მოგვიწია და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებზე ვიმუშავეთ.
მერვე დღე რვა ივლისი
დღეს დიდი დღეა, ჩვენი ნაშრომ-ნაღვაწი ავტვირთეთ ბლოგებზე და დავუკავშირეთ გუგლის დისკს. ჩემს გვერდს რაღაც დაემართა, უცნობი ვირუსის ბრალია, თუ უნებურად რამე დავაშავე, არ ვიცი, მაგრამ სასვენი ნიშნების ნაცვლად რაღაც სიმბოლოები იწერება, ინგლისური შრიფტი კი უცნაურ იეროგლიფებად გარდაისახა.რა ვუშველო, რა ვუწამლო, მასწავლეთ ვინმემ, არავინ ხართ ღვთისნიერი?
მეცხრე დღე ცხრა ივლისი